Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირმა რუსეთის ელჩი გამოიძახა, ბრიუსელის რვა ოფიციალური პირისთვის მოგზაურობის აკრძალვის გასაპროტესტებლად


პეტერ სტანო, ევროკავშირის საგარეო უწყების პრესმდივანი

ევროკავშირმა გამოიძახა ბრიუსელში რუსეთის ელჩი, მოსკოვის იმ საპასუხო გადაწყვეტილებაზე რეაგირებისთვის, რომლითაც ბლოკის რვა ოფიციალურ წარმომადგენელს რუსეთში შესვლა აეკრძალა.

"გამოძახებულია რუსეთის ელჩი, მას დღეს მიიღებს ევროპული კომისიის და ევროპის საგარეო ქმედების სამსახურის გენერალური მდივანი, რომლის დროსაც მასთან გამოვხატავთ ჩვენს ძლიერ წინააღმდეგობას და კრიტიკას", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივანმა, პეტერ სტანომ 3 მაისს, პრესკონფერენციაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირაში გასცა აკრძალვა ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის - მათ შორისაა ვერა იუროვა, ევროპული კომისიის ღირებულებების და გამჭვირვალობის უწყების ვიცე-პრეზიდენტი, დავიდ სასოლი, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი და ჟაკ მარი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საფრანგეთის დელეგაციის წევრი.

მოსკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი იყო პასუხი სანქციებზე, რომლებიც ბლოკში რუსეთის მოქალაქეებს დააკისრეს.

ევროკავშირმა გასულ თვეში დააკისრა სანქციები ორ რუსს, რომლებსაც ბრალად ედებათ გეების და ლესბოსელების დევნა ჩეჩნეთში. ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ასევე ოთხ ოფიციალურ პირს პრეზიდენტ პუტინის გარემოცვიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს ანტირუსული "ისტერიის" გამოწვევაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG