Accessibility links

site logo site logo

შვეიცარია აცხადებს, რომ თეირანში ტრაგიკულად დაიღუპა მისი საელჩოს თანამშრომელი


მაღლივი კორპუსი, რომლის წინაც იპოვეს შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლის გვამი.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ირანში მისი საელჩოს თანამშრომელი ქალი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ირანის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ქალი თეირანის გარეუბანში მდებარე მაღალი შენობიდან გადმოვარდა.

4 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი იგნაციო კასისი შეძრწუნებას გამოხატავენ მომხდარის გამო და თანაუგრძნობენ დაღუპულის ოჯახს. სამინისტრო არ აკონკრეტებს გარდაცვლილის ვინაობას.

ირანის პოლიციის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ირანის საინფორმაციო სააგენტო Mehr-ს მოჰყავს საგანგებო ვითარებათა სამსახურის წარმომადგენლის, მოჯტაბა ხალედის სიტყვები, რომ გარდაცვლილი თეირანში შვეიცარიის საელჩოს პირველი მდივანი იყო და ის მკვდარი იპოვეს თეირანის გარეუბანში, მაღალსართულიანი სახლის წინ, სადაც ცხოვრობდა. ხალედის თანახმად, 51 წლის დიპლომატის გვამი მებაღემ იპოვა 4 მაისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG