Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს


გიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გიორგი შერმადინმა, ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის წინ, ღამე ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში გაათია.

ესპანეთის საკალათბურთო კლუბი „ტენერიფე“ რუსეთში გუშინ ჩავიდა, ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე - „რვათა ფინალში“ მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ გუნდის ქართველ ლიდერს, რუსეთში შესვლის უფლება არ მისცეს.

ესპანური გამოცემა MARCA-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რის გამო შეუქმნეს პრობლემა შერმადინს. „ტენერიფეს" ბრაზილიელმა ლეგიონერმა მარსელინიო უერტასმა კი „ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა აეროპორტის სავარძლის ფოტო, რომელზეც გიორგის ეძინა.

„დაუჯერებელი რამ ხდება. ჩვენს საუკეთესო მოთამაშეს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ, ღამე ამ სკამზე გაათევინეს“ - დაწერა უერტასმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG