Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია: „რუსებმა საქართველოს მოქალაქისგან ესპანეთის რეზიდენტის მოწმობა არ იკმარეს“


გიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი

გიორგი შერმადინმა ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტის ტერიტორია რამდენიმე საათის წინ დატოვა, „ტენერიფეს“ შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის შეხვედრებისთვის ემზადება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან აცნობეს.

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ ლიდერი რუსეთში ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალზე“ მონაწილეობის მისაღებად გუშინ საღამოს ჩავიდა, მაგრამ.. თანაგუნდელებისგან განსხვავებით, კლუბის ქართველი ლეგიონერი ნიჟნი ნოვგოროდში არ შეუშვეს და ღამის აეროპორტის სავარძლებზე გატარება მოუწია. აი რა გვითხრა წყარომ, რომელიც კალათბურთის ფედერაციის თანამშრომელია:

„გიორგი შერმადინს აქვს ესპანეთის რეზიდენტის მოწმობა. ამ საბუთით ყველა ქვეყანაში შეუძლია შესვლა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რუსებმა საქართველოს მოქალაქისგან არ იკმარეს მხოლოდ რეზიდენტის მოწმობა და გიორგის ქვეყანაში არშეშვების საბაბად ვიზის არქონა დაასახელეს. „ტენერიფემ“ საქმეში კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციაც (ფიბა) ჩარია“, თუმცა პრობლემის მოგვარება მაინც გვარიანად გაიწელა“.

შერმადინის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა გამოცემამ Marca გაავრცელა. იქამდე კი, „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა მარსელინიო უერტასმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა აეროპორტის სავარძლის ფოტო მინაწერით – „აეროპორტის ამ სკამზე გაათია ღამე ჩვენი გუნდის საუკეთესო კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა“.

ნიჟნი ნოვგოროდში, ჩემპიონთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობას ევროპის რვა კლუბი მიიღებს. მათ შორისაა „ტენერიფეც“, რომელიც 6 მაისს, მეოთხედფინალში საფრანგეთის "სტრასბურს" დაუპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG