Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ივნისში ვლადიმირ პუტინთან სამიტს გამართავს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამიტს გამართავს, როცა ევროპას ესტუმრება ივნისში.

„ეს არის ჩემი იმედი და მოლოდინი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ,“ თქვა ბაიდენმა 4 მაისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ოკეანის გადაღმა თავისი პირველი მოგზაურობისას ბაიდენი დიდ ბრიტანეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას 11-13 ივნისს. ამის შემდეგ ის გაფრინდება ბრიუსელაში, სადაც 14 ივნისს მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში და დაესწრება ევროკავშირ-აშშ-ის შეხვედრას.

აპრილში ბაიდენი გამოვიდა წინადადებით, პუტინთან შეხვედრა გაიმართოს მესამე ქვეყანაში, რათა განიხილონ მთელი რიგი გამწვავებული საკითხები - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მზარდი სამხედრო მუქარა, კიბერთავდასხმები აშშ-ის კომპიუტერებზე და რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიმართ.

პუტინის მაღალი რანგის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ორი ლიდერის პირისპირ შეხვედრისთვის მზადება. 25 აპრილს მან თქვა, რომ შეხვედრის ვადებზე საუბრისას ლაპარაკია ივნისზე და რომ დასახელებულია კონკრეტული თარიღიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG