Accessibility links

site logo site logo

თეთრი სახლი: აშშ არ ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციას


ჯენ საკი, თეთრი სახლის სპიკერი

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის არასათანადო ქმედებების გამო და აგრძელებს მოსკოვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას საჭიროების შემთხვევაში, ვაშინგტონი ხედავს ისეთ სფეროებს, სადაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლიათ. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ საკიმ სამშაბათს განაცხადა.

კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომ აშშ სურს რუსეთთან "უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი" ურთიერთობა, საკიმ აღნიშნა, რომ აშშ კვლავ "გამოხატავს შეშფოთებას" მოსკოვის არასათანადო ქმედებების გამო და მას პასუხისმგებლობას აკისრებს ისეთ საკითხებში, მაგალითად, როგორიცაა ვითარება, რომელშიც ალექსეი ნავალნი აღმოჩნდა და კრემლის მცდელობი ჩარეულიყო შეერთებული შტატების არჩევნებში.

”ამავე დროს, ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს სფეროები, სადაც შეგვიძლია გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა. სწორედ ასე მყარდება ისტორიულად ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში, დიპლომატიური ურთიერთობები მთელს მსოფლიოში ", - განაცხადა საკიმ და დასძინა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს უგზავნის მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს გამწვავებას" არც რიტორიკის თვალსაზრისით და არც მოქმედებების თვალსაზრისით ". მისი თქმით, აშშ-ს სურს რუსეთთან სტაბილური ურთიერთობა ჰქონდეს ისეთ სფეროებში, სადაც კონსტრუქციული მუშაობაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად მან დაასახელა ირანთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ორშაბათს თქვა, რომ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთთან უფრო სტაბილური ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად პასუხისმგებლიანი იქნება კრემლის მოქმედებები. ამის შესახებ ბლინკენმა ლონდონში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG