Accessibility links

site logo site logo

მაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ


თბილისის-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ხარაგაულის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ. მათ უნდათ, რომ კომპანიამ ანაზღაურება 30-30 პროცენტით გაუზარდოთ.

"ამ ხელფასიდან ვიხდით მარშრუტკის ფულს. ზოგი სურამიდან დადის, ზოგი ხაშურიდან დადის, ზოგი ზესტაფონიდან - ზოგი 100 ლარს იხდის, ზოგი 150-ს; საჭმელიც ჩვენ მოგვაქვს სახლიდან და ეს ხელფასი საერთოდ აღარ არის არაფერი დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე", - უთხრა ერთ-ერთმა დასაქმებულმა "მთავარ არხს".

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველას ხელფასი ერთნაირად ვერ მოემატება და ანაზღაურების გაზრდა დამოკიდებული იქნება სამუშაოს სპეციფიკაზე. კომპანია დასაქმებულებისგან ვადის მიცემასა და რამდენიმე პირის გამოყოფას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG