Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი საგანგაშოს უწოდებს კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობას


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით საგანგაშო და საყურადღებოა კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებლი, ეს კომენტარი მან მედიასთან საუბარში გააკეთა, მას შემდეგ რამ პარლამენტს დეპუტატთა ვაქცინაციის პროცესის გაცნობა დაასრულა.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული უდრის ერთ გარდაცვლილს, ამიტომ მნიშვნელოვანი არის პრევენცია, ვინაიდან კოვიდინფექციის ლეტალობის მაჩვენებლი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით 1- დან 2 %-ს. რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო მაჩვენებლი და სწორედ ამიტომ მიზანი არის რომ მოხდეს ინფექციის ნაკლები გავრცელება, რომ გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, პიკი მოსალოდნელია მაისი მეორე ნახევარში. რისი შეკავებაც საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

მისივე განმარტებით, პაციენტთა მართვის თვალსაზრისით არ არსებობს შეფერხება.

„დღესდღეობით ჩვენ მობილიზებული გვაქვს 6 ათასი საწოლი, ჰოსპიტალურ სექტორში. მობილიზებულია 10-ზე მეტი კლინიკური სასტუმრო, სადაც პაციენტები გადიან მკურნალობას, ამ ეტაპზე 4 ათასი პაციენტი იმყოფება კლინიკაში და ვთვლით, რომ დღევანდელი მაჩვენებლებისთვის სრულიად საკმარისი რაოდენობაა, ასევე არსებობს გარკვეული გეგმა, რიცხოვნობის მატებასთან ერთად ჩვენ გვაქვს იმის რესურსი რომ უმოკლეს ვადაში დავამატოთ მომდევნო ნაკადი საწოლფონდის“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 180 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1806 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 6,41%;

ბოლო 7 დღის - 6, 59%;

ბოლო 14 დღის - 5,51%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1144-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 317 719 შემთხვევა. მათგან 297 676 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 227 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მაისში:

1 მაისი - ახალი შემთხვევა 1147(ტესტი 20129). გარდაცვლილი 20;

2 მაისი - ახალი შემთხვევა 988(ტესტი 13752). გარდაცვლილი 21;

3 მაისი - ახალი შემთხვევა 509(ტესტი 7476). გარდაცვლილი 12;

4 მაისი - ახალი შემთხვევა 788(ტესტი 9790). გარდაცვლილი 20.

5 მაისი- ახალი შემთხვევა 2171(ტესტი 27 648). გარდაცვლილი 24.

6 მაისი - ახალი შემთხვევა 1806(ტესტი 28180). გარდაცვლილი 20.

6 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო 51 600 აცრა. სრულად აცრილია 7873 ადამიანი.

დღეს გამთენიისას საქართველოში სპეციალური რეისით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა შემოვიდა. ვაქცინა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ერთჯერადი ვაქცინაცია ამ პრეპარატით უკვე ჩატარებული აქვს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG