Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართება


სამხედრო აღლუმი ცხინვალში. 24 ივნისი, 2020 წ.
სამხედრო აღლუმი ცხინვალში. 24 ივნისი, 2020 წ.

სამხედრო აღლუმისთვის ემზადებიან ოკუპირებულ ცხინვალში. რეპეტიციების დროს ქალაქის ცენტრალური ნაწილი იკეტება. მეორე დღეა ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან გადაადგილება შეზღუდულია. თეატრალურ მოედანზე 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის რეპეტიციები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ისე რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის ჯარისკაცები. აღლუმის გენერალური რეპეტიცია 7 მაისს გაიმართება.

ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ბაზებზე არსებულ სამხედრო ტექნიკასაც გამოიყვანენ. 9 მაისს სამხედრო აღლუმს დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასიევი ჩაიბარებს. აღლუმს უხელმძღვანელებს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ე.წ გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, რუსეთიდან ცხინვალში ჩასული გენერალ-მაიორი ვიქტორ ფედოროვი.

ოსური მედიის ცნობით, სამხედრო აღლუმში მონაწილეობას 750-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს.

ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსეთის საოკუპაციო მეოთხე ბაზაზე პირადი შემადგენლობის ვაქცინაცია დაჩქარებული წესით ჩატარდა. ადგილზე რუსეთში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ - V“ ჩაიტანეს. მოგვიანებით იმავე ვაქცინით ცხინვალის ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლების აცრაც დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG