Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტზე 5 აფთიაქის ხელმძღვანელები დააკავეს


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები თბილისის 5 აფთიაქში გამოავლინა. უწყების ცნობით, აღნიშნულ აფთიაქებში უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

დაკავებულია ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ედებათ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, ზემოხსენებული ხუთივე აფთიაქიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG