Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ლიდერები პირველ რეალურ სამიტს გამართავენ პორტუგალიაში


7 მაისს, პორტუგალიის ქალაქ პორტოში, ევროკავშირის ლიდერები 2021 წლის პირველ რეალურ სამიტს გამართავენ, რომელზეც 27 წევრისგან შექმნილი ბლოკის შიგნით კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე იმსჯელებენ.

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დაჩქარების თვალსაზრისით, ბოლო მომენტში ევროკავშირის დღის წესრიგს დაემატა აშშ-ის წინადადება იმ ტექნოლოგიების გაზიარების შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო COVID-19-ის ვაქცინას.

8 მაისს, სამიტის მეორე დღეს, ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეხვედრას გამართავენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან, რომლის ქვეყანაც კორონავირუსის ტალღის დამანგრეველი შედეგის წინაშე აღმოჩნდა და სულ უფრო მეტ საერთაშორისო დახმარებას საჭიროებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG