Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიამ ცნო სომეხთა გენოციდი


სომეხთა გენოციდის მემორიალური კომპლექსი ერევანში, 2020 წლის აპრილი
სომეხთა გენოციდის მემორიალური კომპლექსი ერევანში, 2020 წლის აპრილი

ლატვიამ გენოციდად ცნო პირველი მსოფლიო ომისას ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რამაც თურქეთის ბრაზი გამოიწვია.

ბალტიის სახელმწიფოს პარლამენტმა 6 მაისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს და ცნობს ამ ტრაგედიას და რომელსაც 100 კანონმდებლიდან 58-მა დაუჭირა მხარი.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებას "პოლიტიკური მიზნებისთვის ისტორიის გადაწერის ნულის ტოლი და ფუჭი მცდელობა" უწოდა. დაახლოებით 30 ქვეყნის მთავრობებმა და პარლამენტებმა ოფიციალურად აღიარეს სომეხთა გენოციდი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც იგივე გააკეთა თავის განცხადებაში, რომელიც სომხების გენოციდის ხსოვნის დღეს - 24 აპრილს, გამოქვეყნდა.

პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში და უშუალოდ მას შემდეგ, როგორც სომხები, და ბევრი ისტორიკოსი, აცხადებენ, 1.5 მილიონი სომეხი იყო მოკლული, რასაც სომხები "უდიდეს დანაშაულს" უწოდებენ. სომხების მიერ დოკუმენტირებულია მასობრივი მკვლელობები, ბანდიტიზმი, ქალების გაუპატიურება, ქონების ძარცვა და სხვა სისასტიკეები. თურქეთი, როგორც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე სახელმწიფო, ეწინააღმდეგება სიტყვა "გენოციდის" გამოყენებას და აცხადებს, რომ ასობით ათასი მაჰმადიანი ასევე დაიღუპა ანატოლიაში იმავე დროს, ბრძოლების, შიმშილის, სიცივისა და ავადმყოფობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG