Accessibility links

site logo site logo

26 წლის ყაზახი გოგოს ასელ აიტპატევას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარუდგინეს


26 წლის ყაზახი ასელ აიტპატევას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი ბ.თ.-ს წარუდგინეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ.-მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა ახალგაზრდა ქალი, რის შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ასელ აიტპატევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიის თანახმად, სიკვდილის წინ ასელ აიტპატევამ მეგობარს გაუგზავნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ ემუქრება მამაკაცი მას.

არსებული ინფორმაციით, 26 წლის ყაზახი ასეკ აიტპატევა საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვიდა და ერთ-ერთ ყაზახურ-ქართულ კომპანიაში მუშაობდა. მედიის ცნობით, გოგოს გაუპატიურებისთვის მისივე თანამშრომელია დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG