Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის კოსმოსური რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა


ჩინეთის კოსმოსური რაკეტის Long March 5B-ის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩამოცვივდა - ინფორმაციას ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტო ავრცელებს.

დასავლური მედია ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტა long March 5B-ის დიდი ნაწილი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა.

29 აპრილს ჩინეთმა 21 ტონა სიმძიმის, 30-მეტრიანი რაკეტა Long March 5B-ით დედამიწის ორბიტაზე უპილოტო მოდული გაიტანა; ეს ჩინეთის ახალი კოსმოსური სადგურის, Tianhe-ს პირველი მოდულია.

ორბიტაზე მოდულის გატანის შემდეგ, რაკეტის გამწევმა დედამიწის გარშემო უკონტროლოდ დაიწყო მოძრაობა ტრაექტორიით, რომელიც გარდაუვალს ხდიდა ატმოსფეროში მის შემოსვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG