Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 დღის წინ თელავიდან დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს


თელავიდან 3 მაისს გაუჩინარებული 22 წლის ახალგაზრდა, ნიკოლოზ რაზიკაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის ძმამ, სუმელჯი რაზიკაშვილმა დაუდასტურა. ნიკოლოზი ჩამომხრჩვალი ნახეს თელავთან ახლოს, ტყეში. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ნიკოლოზ რაზიკაშვილს მამა გარდაცვლილი ჰყავდა და მას 5 დედმამიშვილთან ერთად დედა ზრდიდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წლების განმავლობაში ახალგაზრდა მამაკაცი აქტიურად იყო ჩართული თელავში ახალგაზრდულ მოძრაობებში და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში. თელავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, ნინო გოგოლაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ნიკოლოზ რაზიკაშვილი გერმანულში ემზადებოდა და სამუშაოდ გერმანიაში გეგმავდა წასვლას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG