Accessibility links

site logo site logo

გორში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე აღნიშნეს


გორში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 76 წლისთავის აღსანიშნავად სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე სკვერში სტალინური ორგანიზაციების და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მოძრაობა „სტალინელების“ წევრებმა, რომლებიც მიტინგზე საბჭოთა სიმბოლიკებით მივიდნენ, პრორუსული და ანტიამერიკული განცხადებები გააკეთეს. დღეს გორში „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

გორში გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა: „სტალინელებს“ შორის დაპირისპირება აქციაზე მიტანილმა ტრანსპარანტმა გამოიწვია, რომელსაც ეწერა „მეგობრობა და სამართლიანობა“.

გორში სტალინელებს შორის დაპირისპირება მოხდა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:28 0:00

ეს ლოზუნგი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გააპროტესტა, რომლის განცხადებით, სტალინს ეს სლოგანი არ ჰქონია და აქციიდან აღნიშნული ტრანსპარანტის გატანა მოითხოვა.

„სტალინელებს“ მსვლელობის გამართვაში ხელი წვიმამ შეუშალა და აქცია მალევე დაიშალა. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრში განთავსება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG