Accessibility links

site logo site logo

რუსეთში გამარჯვების დღის აღლუმი ტარდება


რუსეთი თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას მიმართავს ქვეყნის მასშტაბით გამართულ აღლუმებზე, რომლებითაც აღინიშნება მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 76-ე წლისთავი.

მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ მთავარ აღლუმს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრება. აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 12,000 სამხედრო, ისევე, როგორც 191 სამხედრო მანქანა და საჰაერო ხომალდები. სანახაობას პუტინი, ტრადიციულად, ომის ვეტერანებთან ერთად ადევნებს ხოლმე თვალს.

ორი ათწლეულის წინ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პუტინი, პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში, ცდილობს აღადგინოს საბჭოთა და რუსეთის ისტორიის სიმბოლოები, პატრიოტიზმის განცდის გასაძლიერებლად. წლევანდელი აღლუმის ფონია რუსეთში სექტემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნები. წინასწარი გამოკითხვებით, მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ მხარდაჭერა შემცირებულია და 27 პროცენტს შეადგენს.

გაუარესებულია რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთანაც, ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ბედი და უკრაინის კონფლიქტი. რუსეთმა ახლახან უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში 100,000-ზე მეტი სამხედრო განათავსა, რამაც მოსკოვის მიზნების შესახებ შეშფოთება გამოიწვია დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG