Accessibility links

site logo site logo

საფრანგეთი და გერმანია აშშ-ს მოუწოდებენ, მოხსნას ვაქცინების ექსპორტის აკრძალვა


საფრანგეთი, ევროპის სხვა ქვეყნების მხარდაჭერით, აშშ-ს მოუწოდებს, მოხსნას აკრძალვა, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და ამ პრეპარატების კომპონენტების ექსპორტზეა დაწესებული.

"აშშ-ს ძალიან მკაფიოდ მოვუწოდებ, დაასრულოს საექსპორტო აკრძალვა არა მხოლოდ ვაქცინებისთვის, არამედ ვაქცინათა კომპონენტებისთვის, რაც წარმოებას აფერხებს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პორტოში 8 მაისს გამართულ ევროკავშირის სამიტზე.

ამ განცხადების ფონია ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან განხილვა აშშ-ის მოულოდნელი გადაწყვეტილებისა, რომელიც ითვალისწინებს ვაქცინების პატენტის გაუქმებას.

აშშ-ში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ზრდასრული მოსახლეობის 56 პროცენტს აქვს გაკეთებული, თუმცა ქვეყანა არ მიმართავს პრეპარატების ექსპორტს და ამუშავებს ექსპორტის დე ფაქტო აკრძალვას კომპონენტებზეც, რომლებიც ვაქცინათა წარმოებაში გამოიყენება. ასეთ ფონზე, აშშ-ის შტატების ნაწილი უკან აბრუნებს ფედერალური მთავრობის მიერ გამოყოფილ ვაქცინებს, რადგან შემცირებული მოთხოვნის გამო იკლებს ქვეყნის მასშტაბით დღიურად გაკეთებული დოზების რაოდენობა.

ვაქცინებზე მოთხოვნის და ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის კლების ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე ქვეყნის შიგნითაც და გარედანაც ზეწოლა ხორციელდება ვაქცინების ექსპორტის დასაწყებად - მათ შორის, AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონი დოზიდან, რომელიც ჯერჯერობით ხელუხლებელია, რადგან ამ პრეპარატს აშშ-ში ჯერ არ აქვს ნებართვა მიღებული გამოყენებაზე.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ევროკავშირმა თავისი წარმოებული ვაქცინების დიდი ნაწილის ექსპორტი განახორციელა, და აშშ-ც ასევე უნდა მოიქცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG