Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში შეტაკებებისას დაშავდა კიდევ ბევრი პალესტინელი


კიდევ ბევრი პალესტინელი დაშავდა იერუსალიმში, განახლებულ შეტაკებებში დემონსტრანტებს და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის. მიმდინარე კონფრონტაცია ყველაზე მწვავეა ბოლო წლების განმავლობაში, და მისი ესკალაციის საფრთხე გლობალური მასშტაბით იწვევს შეშფოთებას.

დაძაბულობა იზრდება მუსლიმთათვის რიგით მესამე წმინდა ადგილის, ალ-აქსას მეჩეთისა და ებრაელი მოსახლეების გამო პალესტინელების შესაძლო გამოსახლების გარშემო.

პალესტინური წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ 9 მაისს გამოაცხადა, რომ გასულ ღამეს შეტაკებებისას დაიჭრა 100-მდე პალესტინელი, ბევრი მათგანი რეზინის ტყვიებით და ხმოვანი ყუმბარებით. ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ დაჭრილია მისი 17 ოფიცერი.

რომის პაპი, ფრანცისკე, 9 მაისს გამოვიდა იერუსალიმში ძალადობის დასრულების მოწოდებით, რამდენიმე არაბული ქვეყანა გმობს ისრაელის უსაფრთხოების ძალების ქმედებებს.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 9 მაისს გამოაცხადა, რომ ისრაელი "ექსტრემისტებს არ მისცემს იერუსალიმში სიმშვიდის დესტაბილიზაციის საშუალებას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG