Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთი ტაჯიკეთს დახმარებას დაჰპირდა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი მუშაობს ტაჯიკეთში თავისი სამხედრო ბაზის გაძლიერებაზე, რათა ხელი შეეწყოს რეგიონულ უსაფრთხოებას, ავღანეთში ვითარების ესკალაციის ფონზე.

ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, ემომალი რაჰმონთან 8 მაისს კრემლში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ტაჯიკეთს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში ეხმარება.

მეზობელ ავღანეთში დაძაბულობის მატების შესახებ შეშფოთება რაჰმონმა მას მერე გამოთქვა, რაც აშშ-მა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ 11 სექტემბრამდე ავღანეთიდან გაიყვანს თავის დარჩენილ სამხედრო ძალებს.

"ვიცი, რომ ამ ვითარების გამო შეშფოთებული ხართ. ... ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ თქვენს მხარდასაჭერად", - უთხრა პუტინმა რაჰმონს.

ტაჯიკეთში, სამ ობიექტზე რუსეთის 7000-მდე სამხედროა დისლოცირებული.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ტაჯიკეთი ერთ-ერთი უღარიბესია, და მას ახლო ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთთან, სადაც სამუშაოდაა წასული ტაჯიკეთის ათასობით მოქალაქე.

9 მაისს რაჰმონი მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG