Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TDI: სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო


ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო და რომ ხელისუფლება თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე.

და ამის დასტურია ის, წერს ორგანიზაცია, რომ არ არსებობს არც ერთი ფაქტი, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის. მათი ქმედებები კი TDI-ის განცხადებით, ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას.

„მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი; ასევე, 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ასევე მიმართავს საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG