Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 9535 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 549 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 5,76%;

ბოლო 7 დღის - 6, 48%;

ბოლო 14 დღის - 6,03%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1439-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 322 468 შემთხვევა. მათგან 302 428 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 305 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მაისში:

1 მაისი - ახალი შემთხვევა 1147(ტესტი 20129). გარდაცვლილი 20;

2 მაისი - ახალი შემთხვევა 988(ტესტი 13752). გარდაცვლილი 21;

3 მაისი - ახალი შემთხვევა 509(ტესტი 7476). გარდაცვლილი 12;

4 მაისი - ახალი შემთხვევა 788(ტესტი 9790). გარდაცვლილი 20.

5 მაისი - ახალი შემთხვევა 2171(ტესტი 27 648). გარდაცვლილი 24.

6 მაისი - ახალი შემთხვევა 1806(ტესტი 28180). გარდაცვლილი 20.

7 მაისი - ახალი შემთხვევა 1547(ტესტი 25 541). გარდაცვლილი 18.

8 მაისი - ახალი შემთხვევა 1564(ტესტი 27 384). გარდაცვლილი 18.

9 მაისი - ახალი შემთხვევა 1089(ტესტი 18 662). გარდაცვლილი 18.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 10 მაისის მონაცემებით ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 62 447 აცრა. აქედან სრულად აცრილია 10 852 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG