Accessibility links

site logo site logo

"სინოფარმის" ვაქცინაზე რამდენიმე ადგილი მხოლოდ რეგიონებშია დარჩენილი


"სინოფარმით" ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის საქართველოს ყველა რეგიონში ადგილები ფაქტობრივად სრულად დაჯავშნილია. ამ დროის მონაცემებით (10 მაისი, 11:11 სთ), ადგილები საერთოდ არ არის: თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

ჯერ კიდევ, თუმცა მხოლოდ ერთეული ადგილებია დარჩენილი შემდეგ რეგიონებში: აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში და სამცხე-ჯავახეთში.

თავისუფალი ადგილების მოსაძებნად მოქალაქე უნდა შევიდეს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე: booking.moh.gov.ge და ვაქცინის არჩევის შემდეგ ჯავშნის სტატუსში მიუთითოს "თავისუფალი". ამ ეტაპების გავლის შემდეგ სისტემა აჩვენებს მხოლოდ იმ რეგიონებსა და კლინიკებს, სადაც ჯერ კიდევ არის თავისუფალი ადგილები დარჩენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG