Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილმა და პენდაროვსკიმ გააფორმეს ვიზის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შეთანხმება


სალომე ზურაბიშვილი, სტევო პენდაროვსკი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს, 10 მაისს, საქართველოს დელეგაციამ ორ დოკუმენტს მოაწერა ხელი. პრეზიდენტების დონეზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილისა და სტევო პენდაროვსკის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. ის ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის უვიზოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.

ხოლო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრმა ირენა სტეფოსკამ მემორანდუმი გააფორმეს კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი“ მიზნად ისახავს ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, კულტურული კავშირების განვითარებას, რაც შესაბამის ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის, კვლევითი საქმიანობის წახალისებას, ინფორმაციის გაცვლას, სემინარებში, კონფერენციებსა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG