Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარამიძის თქმით, პარლამენტში ენმ-ის შესვლა პარტიის ამომრჩევლისთვის წარმოუდგენელია 


გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე

პარლამენტში შესვლის საკითხზე „მთავარი არხის" ეთერში ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ. მას მიაჩნია, რომ პარტიამ გადაწყვეტილება გაფართოებული ფორმატით უნდა მიიღოს. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

„პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს არ დაინიშნება. ეს არ არის მარტივი საკითხი. სხვადასხვა აზრი არის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე. პირადად მე მიმაჩნია, რომ როგორც აქამდე იყო არალეგიტიმური, ისევე არალეგიტიმურად რჩება. ამიტომ, იქ შესვლა ჩვენი ამომრჩევლისთვის წარმოუდგენელია, უბრალოდ.

არის სხვა არგუმენტები, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, სამწუხაროდ, ნიკას გამოსვლამდეც კი მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და შევიდა პარლამენტში და ამით დაარღვიეს ოპოზიციური ერთობა. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უბრალოდ პოლიტიკურმა საბჭომ, არამედ გაფართოებულმა პოლიტიკურმა საბჭომ. მე პირადად ვიქნები იმის მომხრე, რომ იმ წესით მივიღოთ გადაწყვეტილება, რა წესითაც ჩვენ ნიკა მელია ავირჩიეთ საერთო-სახალხოდ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ", - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

„შარლ მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევიდა. ამ დროისთვის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG