Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პარლამენტის დათხოვნამ  გზა გაუხსნა ვადამდელ არჩევნებს


სომხეთის პარლამენტმა 10 მაისს მეორედ ვერ შესძლო პრემიერ-მინისტრის არჩევა, რითიც საკუთარი დაშლის პროცესს მისცა ბიძგი - რაც ბოლო ნაბიჯია მომავალ თვეში ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წლის პროდემოკრატიული დემონსტრაციების ტალღაზე მოვიდა, გასულ თვეში პოსტიდან გადადგა, მას შემდეგ, რაც კრიტიკის ობიექტი გახდა შარშან მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტში გადადგმული ნაბიჯების გამო.

10 მაისს პარლამენტარებმა უკვე მეორედ უარყვეს ფაშინიანის კანდიდატურა, რაც ნაწილია პოლიტიკური შეთანხმებისა პარლამენტის უმრავლესობას - რომელსაც წარმოადგენს ფაშინიანის ალიანსი, ჩემი ნაბიჯი - და ორ ოპოზიციურ ფრაქციას შორის.

ფაშინიანი გეგმავს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულების გაგრძელებას და კენჭისყრაში მონაწილეობას. სომხეთის საარჩევნო კანონში ახლახან შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული, პარტიულ სიებზე დაფუძნებული გახდა, აკრიტიკებს ოპოზიცია.

ფაშინიანი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში დათანხმდა მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზერბაიჯანთან და დათმობას მთიანი ყარაბაღის და მის გარშემო ტერიტორიებისა, რომლებსაც თითქმის 30 წლის განმავლობაში სომხები აკონტროლებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG