Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს


"ევროპული საქართველოს" ყოფილი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ 13 მაისს მის საქმეზე სასამართლო სხდომა ჩაინიშნა. როგორც ის "ფეისბუკზე" წერს, საქმე ეხება აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, სადაც გამოძიება ამბობს, რომ "ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილს სცემა".

"მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე", - აცხადებს უგულავა.

ინციდენტი 2019 წლის დეკემბერში მოხდა, რა დროსაც გიგი უგულავა და მისი თანაპარტიელი გოკა გაბაშვილი საზღვარგარეთ მიდიოდნენ. როგორც უგულავა ჰყვება, აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლი დაიწყო და ძიუდოისტის ჩვენების საფუძველზე ბრალი უგულავას წაუყენეს, გაბაშვილი კი დაზარალებულად სცნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG