Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს


უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 11 მაისის გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„როგორც მოგეხსენებათ ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია. შესაბამისად შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება“, - განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 05 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა.

ქვეყანაში "კომენდანტის საათი" 28 ნოემბრიდან მოქმედებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, არსებული რეგულაციის შემსუბუქების შესაძლებლობა განხილულ იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი 1788 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 31, გამოჯანმრთელდა 1251 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG