Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკაში იმყოფება და უკრაინის ამ ოკუპირებულ რეგიონში სეპარატისტებთან ერთად ე.წ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დონეცკის ოპერის თეატრში, საზეიმო ღონისძიებაზე ბიბილოვს დონეცკის წინაშე დამსახურებისთვის ორდენი გადასცეს.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება გარდაუვალია, როგორც ეს სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღიურად ცხოვრება სულ უფრო უკეთესი იქნება“ - განაცხადა ბიბილოვმა დონეცკის ოკუპირებულ რეგიონში სიტყვით გამოსვლისას.

თვითაღიარებულმა სამხრეთ ოსეთმა ე.წ დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2014 წელს აღიარა. 2017 წელს დონეცკის და ცხინვალის ორმა სეპარატისტულმა რეგიონმა მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება დადეს. მსგავსი შეთანხმება 2018 წელს ლუგანსკის ოკუპირებულ რეგიონთანაც გაფორმდა.

ბიბილოვი დონეცკიდან 12 მარტს ლუგანსკში გაემგზავრება და იქ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. უკრაინის წინააღმდეგ ლუგანსკის და დონეცკის შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში ცხინვალიდან ჩასული ე.წ მოხალისეებიც იბრძოდნენ. დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა მხოლოდ არაღიარებულ სამხრეთ ოსეთს აქვს აღიარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG