Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას 45 წელს ზემოთ მოქალაქეები დღეიდან შეძლებენ


დღეს 20 საათიდან შესაბამის პორტალზე რეგისტრაციას „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას 45 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ. მოქალაქეების რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე ცხელი ხაზის მეშვეობითაც, რომლის ნომერია 15-22.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინაციისთვის ასაკობრივი ჯგუფის შეცვლის, კერძოდ ზღვრის 45 წლამდე დაწევის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ 11 მაისს მიიღო. ამ დრომდე "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ.

დღეს 20 საათიდან გაიხსნება ასევე რეგისტრაცია „სინოფარმის“ მეორე დოზებზე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 მაისიდან შეჩერდება „სინოფარმის" ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. მათ შორის „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წლის ზემოთ მსურველებს შეუძლიათ, ხოლო „ასტრაზენეკათი“ აცრას, იმუნიზაციის საბჭოს 11 მარტის გადაწყვეტილებით, 45 წელს გადაცილებული მოქალაქეებიც შეძლებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 11 მაისის მონაცემებით ქვეყანაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 67 136 აცრა, სრულად აცრილია 11 504.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG