Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთში ასაფლავებენ სკოლაზე თავდასხმის დროს დაღუპულებს, გამოძიება გრძელდება


რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში დასაფლავებისთვის ოჯახებში გადაასვენეს იმ ცხრა ადამიანის ცხედრები, რომლებიც ემსხვერპლნენ დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას. გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ რამ უბიძგა ახალგაზრდა კაცს - რომელსაც არც დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და არც პრობლემები სამართალდამცავებთან - ამგვარი სისხლიანი თავდასხმის განხორციელებისკენ.

12 მაისს ყაზანის მთავარი მორგის შენობის წინ რამდენიმე დამკრძალავი მანქანა და სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა. თათრეთში გლოვის დღეა გამოცხადებული მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც დაიჭრა კიდევ 20-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად 175-ე სკოლის მოსწავლეები. მსხვერპლთა შორის ბევრი მუსლიმური ოჯახებიდანაა და მათ დღის განმავლობაში დაკრძალავენ. თავდასხმის დროს დაიღუპნენ მერვეკლასელები, ოთხი ბიჭი და სამი გოგო, ერთი მასწავლებელი და სკოლის კიდევ ერთი თანამშრომელი.

დაკავებულია 19 წლის კაცი, რომელსაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ილნაზ გალიავიევი ჰქვია. მისი დაპატიმრების საფუძველია ეჭვი, რომ მან სკოლაში აფეთქება მოაწყო და შემდეგ, შენობიდან გარეთ გამოსულ მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა.

საააგენტო ინტერფაქსის თანახმად, გალიავიევი იქვე ახლოს განთავსებულ ბიზნესის სკოლაში, თათრეთის მენეჯმენტის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა ცუდი აკადემიური მოსწრებისთვის ის ამ სასწავლებლიდან ერთი თვის წინ გარიცხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG