Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა


სალომე სამადაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად შეატყობინა. ამის შესახებ მედიას მან თვითონ აცნობა.

"ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით, რა თქმა უნდა, მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება... ისეთ უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი არ მოაწერა "მიშელის დოკუმენტს", რომ ამან შეუძლებელი გახადა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან", - აცხადებს სამადაშვილი.

სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტზე.

"ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა", - აცხადებდა ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG