Accessibility links

site logo site logo

ირანის ყოფილი პრეზიდენტი, აჰმადინეჟადი, კვლავ იყრის კენჭს პრეზიდენტობისთვის


მაჰმუდ აჰადინეჟადი, 2021 წლის 12 მაისი

ირანის ყოფილმა, მკაცრი პოლიტიკური ხაზის მომხრე პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, მომავალი თვის არჩევნებში მესამე ვადით დაარეგისტრირა თავისი კანდიდატურა. სახელმწიფო ტელევიზია 12 მარტს იუწყებოდა, რომ აჰმადიჟენადი თავის მომხრეებთან ერთად მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, სადაც შეავსო საჭირო სარეგისტრაციო ფორმები.

64 წლის, თეირანის ყოფილი მერი, რომელიც წარსულში ულტრაკონსერვატორად მოიაზრებოდა, უკანასკნელ წლებში ისტებლიშმენტის მიმართ უფრო კრიტიკულად იყო განწყობილი. მას გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 2017 წელს, კენჭისყრა აუკრძალეს.

პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ორი ვადით - 2005-დან 2013 წლამდე, მან ირანი ბირთვული პროგრამის გამო დასავლეთთან ღია კონფრონტაციამდე მიიყვანა, ხოლო ხელახლა მისმა სადავო არჩევამ 2009 წელს ყველაზე ფართო მასობრივი პროტესტი გამოიწვია ქვეყანაში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

11 მაისს ირანმა 18 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში პოტენციური კანდიდატებისთვის რეგისტრაცია გახსნა, დასავლეთთან კვლავაც დაძაბულობისა და მსოფლიო სახელმწიფოებთან თეირანის ბირთვული შეთანხმების ფონზე.

ხუთდღიანი სარეგისტრაციო პროცესის შემდეგ, კანდიდატების კვალიფიკაციას დამცველთა საბჭო შეამოწმებს - მკაცრი საკონსტიტუციო ორგანო, რომელსაც ადრე ბევრი საშუალო პოტენციური კანდიდატის რეგისტრაცია გაუუქმებია.

ჰოლოკოსტის უარმყოფელ აჰმადიჟენადს, პრეზიდენტობაზე კენჭისყრა აკრძალული ჰქონდა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ 2017 წელს, თუმცა ის შემდეგ მაინც დარეგისტრირდა.

კონსტიტუციის დამცვის ორგანომ, დამცველთა საბჭომ, მაშინ საბოლოოდ, მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა.

პრეზიდენტი ჰასან როჰანი - შედარებით ზომიერი მმართველი, რომლის მთავრობამაც მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებებში 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ - აღარ შეიძლება კვლავ იქნეს არჩეული ორი, ერთმანეთს მიყოლებული, ოთხწლიანი ვადის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG