Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი მკაცრად გმობს ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ შეტევებს


ირაკლი ღარიბაშვილი

ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და სარაკეტო შეტევებს.

პრემიერმა „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დაძაბულობის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს.

„ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ გააჩნია მშვიდობიან მოსახლეობაში დამატებითი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად", - აცხადებს ღარიბაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG