Accessibility links

site logo site logo

საქართველოში მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა


დღეიდან, 13 მაისიდან საქართველოს ქალაქებში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 მაისიდან იყო შეწყვეტილი.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მობილობის შესამცირებლად ამოქმედებული შეზღუდვა არ ეხებოდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობდა 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 8 თებერვლამდეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG