Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელები ეიდ ალ-ფითრს ზეიმობენ, თალიბანთან სადღესასწაულო ზავი ძალაში შევიდა  


ავღანეთში ძალაში შევიდა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა მაშინ, როცა ომისგან გატანჯული ქვეყანა ეიდ ალ-ფითრის დღესასწაულს ზეიმობს, რითაც რამადანის წმინდა თვის დასრულებას აღნიშნავენ.

ბრძოლები გამძაფრდა შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო შეიარაღებული ძალების 11 სექტემბრამდე გაყვანის წინ, მაგრამ თალიბანმა და ავღანეთის მთავრობამ ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადეს მთელ ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეიდ ალ-ფითრის განმავლობაში.

13 მაისს, დილიდან, ავღანელი კაცები, ქალები და ბავშვები მთელ ქვეყანაში, მეჩეთებში მივიდნენ ან ღია სივრცეში შეგროვდნენ დილის ლოცვისთვის იდ ალ-ფითრის დღესასწაულის დაწყების აღსანიშნავად, რომელიც 15 მაისამდე გასტანს. ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქში, ქაბულში, ცნობილ მეჩეთებთან უშიშროების თანამშრომელები განათავსა.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დღესასწაულზე თავისი ყოველწლიური მიმართვა გამოიყენა, რომ მოეწოდებინა თალიბანისთვის, დათანხმებოდნენ ცეცხლის სამუდამო შეწყვეტას ახლა, როცა შეერთებული შტატების და საერთაშორისო ჯარები ტოვებენ ქვეყანას. "ჩვენ არ გვსურს, რომ თქვენ დანებდეთ, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ომი არ არის პრობლემის გადაწყვეტა", თქვა მან.

ავღანეთის შიდა სამშვიდობო მოლაპარაკების მცდელობები ჩიხშია შესული საერთაშორისო მცდელობების მიუხედავად, დაეჩქარებინათ მოლაპარაკებები. მთავრობამ ქაბულში, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს და თალიბანმა მოლაპარაკებები დაიწყეს ყატარში 2020 წლის სექტემბერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG