Accessibility links

site logo site logo

მაჰმადიანები რამადანის ბოლო დღეს ზეიმობენ პანდემიის პირობებში


ეიდ ალ-ფითრი პაკისტანში

მსოფლიოს მაჰმადიანები 13 მაისს ზეიმობენ ეიდ ალ-ფითრს, წმინდა თვის, რამადანის დასასრულს უკვე მეორედ კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში.

სამდღიანი ზეიმი, რომელიც ქვეყნების უმეტესობაში 13 მაისს დაიწყო ახალმთვარობასთან ერთად, აღინიშნება ლოცვით, ზეიმით, ნათესავების მონახულებით და მოგზაურობით რამადანის განმავლობაში ერთთვიანი მარხვის შემდეგ.

ბევრი ქვეყანა ზეიმობს ეიდს კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვების პირობებში, რათა სწრაფად არ გავრცელდეს ვირუსი, თუმცა მოელიან, რომ მორწმუნეები შეზღუდვებს ყველგან მკაცრად არ დაიცავენ.

ინდონეზიაში, ქვეყანაში ყველაზე დიდი მაჰმანიანული მოსახლეობით, უკვე მეორე წელია მთავრობა კრძალავს მოგზაურობას და ნათესავების მონახულებას. ქვეყნის ბევრ არეალში, სადაც ვირუსი სწრაფად გავრცელდა, დახურულია მეჩეთები.

ინდოეთში, სადაც 200 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, სასულიერო პირებმა ხალხს მოუწოდეს, შინ იზეიმონ ქვეყანაში პანდემიის კრიტიკული ვითარების გამო.

ერაყში მთავრობამ 10-დღიანი კარანტინი შემოიღო, თუმცა ხალხი რეგულარულად არღვევს წესებს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, განაცხადა, რომ თურქეთი აპირებს ეტაპობრივად შეარბილოს შეზღუდვები ეიდ ალ-ფითრის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG