Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პროკურატურა ვიქტორ მედვედჩუკისგან გირაოს სახით 9 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს


ვიქტორ მედვედჩუკი სასამართლოში
ვიქტორ მედვედჩუკი სასამართლოში

კიევის სასამართლო ხუთშაბათს პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსის, უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი პოლიტიკოსი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული.
პროკურატურა მედვედჩუკისათვის პატიმრობის შეფარდებას ან გირაოს სახით 300 მილიონი ჰრივნის (დაახლობით 9 მილიონი ევროს) გადახდას ითხოვს.

პროკურატური მტკიცებულებით, ვიქტორ მედვედჩუკის საქმიანობით სახელმწიფოს 3 მილიარდი ჰრივნის ზარალი მიადგა.

მედვედჩუკი, კერძოდ, ბრალდებულია ანექსირებული ქერჩის მახლობლად გზისა და ნავთობის მოპოვების საქმეზე რუსეთთან შეთქმულებაში და ასევე რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

საქმეში ფიგურირებს „ვერხოვნა რადის“ კიდევ ერთი დეპუტატი, ტარას კოზაკი, რომელიც ამჟამად რუსეთში უნდა იმყოფებოდეს.

ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. უკანასკნელ წლებში ის არაერთხელ ჩავიდა მოსკოვში, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას ხვდებოდა. მედვედჩუკს პუტინის ნათლიმამას უწოდებენ - რუსეთის პრეზიდენტი მისი ქალიშვილის ნათლია იყო.

ახლახან უკრაინის უშიშროების საბჭომ მედვედჩუკისა და კოზაკის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. კერძოდ, ეთერიდან გათიშეს სამი ტელეარხი, რომელთა უკან მედვედჩუკი დგას.

ვიქტორ მედვედჩუკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს 12 მაისს „უკრაინის შიდა საქმე“ უწოდა რუსეთის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესებში, უკრაინის ამ შიდა საქმეში ჩარევას, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ამის უკან არ დგას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაღაც კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური კონკურენტის გზიდან ჩამოშორებას“, - განაცხადა პესკოვმა 12 მაისს.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი მედვედჩუკისათვის თავშესაფრის მიცემას, პესკოვმა თქვა, რომ რამდენადაც იცის, მისგან ასეთი დახმარების თხოვნა არ ყოფილა. „მას რაიმე სახის დახმარებას ძნელად თუ გავუწევთ იმ დევნის ფონზე, რომელსაც ახლა აქვს ადგილი“, - დასძინა პესკოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG