Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დელტა"-ს ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს დაარსება იგეგმება


ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე

უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოების შექმნას საკითხზე ილაპარაკა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

„დელტას„ ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. მისი თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, „მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია და რომლის მნიშვნელობა მსოფლიოსა და რეგიონში ბოლო პერიოდის საბრძოლო მოქმედებებმა დაგვანახა, არის ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატები, ასევე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობები".

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად. „კონკრეტულად „თავდაცვის ძალები 2030" მხარდასაჭერად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები NATO-ს ქვეყნებთან ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით“, - დააზუსტა მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG