Accessibility links

site logo site logo

ხაბაროვსკში დეკანოზი ანდრეი ვინარსკი 25 დღე-ღამით დააპატიმრეს ნავალნის მხარდაჭერის გამო


ხაბაროვსკის რაიონულმა სასამართლომ 25 დღე-ღამით მიუსაჯა პატიმრობა დეკანოზ ანდრეი ვინარსკის, 21 აპრილს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის გამო.

სასულიერო პირი დამნაშავედ სცნეს მიტინგის წესების ხელმეორედ დარღვევისთვის. მარტის თვეში დეკანოზი ანდრეი ვინარსკი გადააყენეს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში არსებული ეკლესიის წინამძღოლობიდან იმის გამო, რომ 20 დღით პატიმრობა მიესაჯა ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერ მიტინგებში მონაწილეობისთვის.

დეკანოზი 2001 წლიდან დაბა ნიკოლაევკაში მდებარე ტაძრის წინამძღოლი იყო და შედიოდა ასევე ეპარქიის საბჭოს შემადგენლობაში.

ანდრეი ვინარსკიმ განაცხადა, რომ განზრახული აქვს შიმშილობის დაწყება მისი უკანონო დევნის მიმართ პროტესტის ნიშნად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG