Accessibility links

site logo site logo

ჟურნალისტს, რომელიც ნავთობის ძარცვაზე წერდა, რუსეთში 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


რუსეთის სურგუტის საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ ედუარდ შმონინს, რომელიც დამნაშავედ ცნო პორნოგრაფიის გავრცელებასა და გამომძალველობაში.

შმონინის აზრით, მასზე დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოვიდა ფილმი „კრიმინალური ნავთობი“, რომელშიც ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოლქში ნავთობის დატაცებაზეა საუბარი.

შმონინს ბრალად დასდეს ასევე ცილისწამება რუსეთის კომპანია „სამოტლორნეფტოგაზის“ ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილებისა და ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, რომან ჩერნოგორის, მიმართ.

რადიო თავისუფლებამ საკუთარი გამოძიება ჩაატარა ნავთობის დატაცების სქემის გარშემო, რითაც გამოჩნდა, რომ შმონინის ფილმში არსებული ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG