Accessibility links

site logo site logo

თბილისში აქცია გაიმართა ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების მხარდასაჭერად


თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს მოქალაქეებმა და ხელისუფლებას მოთხოვეს დაიცვას მართლმადიდებელი ეკლესიის მართვაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა სკოლა-პანსიონში მყოფი ბავშვების უფლებები და უზრუნველყოს სახალხო დამცველის შესვლა ვითარების შესასწავლად ამ დაწესებულებაში.

"სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა ამ ბავშვებზე ზრუნვა და იმის უზურნველყოფა, რომ სახალხო დამცველი, როგორც ნეიტრალური აპარატი უნდა შედიოდეს ამ პანსიონში. ამ აქციის მიზანია, ვუთხრათ სახელმწიფოს, რომ ვარსებობთ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც კითხვებზე პასუხები გვჭირდება" - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქრისტინე ჭელიძემ.

აქციას წინ უძღოდა ინფორმაცია პანსიონში სოციალური მუშაკის შესვლის შესახებ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ორგანომ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ გაავრცელა. ამ ინფორმაციის თანახმად, 1 სოციალური მუშაკი დაახლოებით სამი კვირაა პანსიონში შევიდა და ბავშვებთან მუშაობს. ადვოკატმა ანა აბაშიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოციალურ მუშაკს არ აქვს მონიტორინგის ფუნქცია, ის ცალკეული ბავშვების საჭიროებებს სწავლობს და შესაბამისად, მისი შესვლა პანსიონში არ ხსნის სახალხო დამცველის იქ შესვლის აუცილებლობის საკითხს.

სახალხო დამცველი რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ცდილობს შევიდეს პანსიონში, სადაც 50-ზე მეტი ბავშვი სწავლობს - იმის პარალელურად, რომ ომბუდსმენის აპარატი პანსიონში შესვლას ვერ ახერხებს, სასულიერო პირები აკეთებენ პირადად სახალხო დამცველის მიმართ შეურაცხმყოფელ და ომბუდსმენის სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ დამაკნინებელ განცხადებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG