Accessibility links

site logo site logo

რუსეთის ხელისუფლებამ აშშ და ჩეხეთი ოფიციალურად შეიყვანა "არამეგობრულ სახელმწიფოთა" სიაში


რუსეთის ხელისუფლებამ აშშ და ჩეხეთი არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი განკარგულება 14 მაისს გამოქვეყნდა.

ეს ტერმინი პირველად აპრილში გაჩნდა რუსეთის კანონმდებლობაში. მაშინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობრულ სახელმწიფოებს“ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე აეკრძალოთ თავიანთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამუშაოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეთა აყვანა.

დოკუმენტის მიხედვით, ჩეხეთს ახლა ნება ეძლევა, თავის დიპწარმომადგენლობაში 19 ადამიანი აიყვანოს, აშშ-ს - არცერთი. ეს შეზღუდვა არ ეხება აკრედიტებულ დიპლომატებს.

ბევრ უცხოურ საელჩოს, საკონსულოსა და კულტურულ ცენტრს, რომლებიც რუსეთში მუშაობენ, ადგილობრივი თანამშრომლები აჰყავს სამსახურში ნაცვლად დიპლომატებისა და ტექნიკური თანამშრომლების აკრედიტაციისა. ყველაზე ხშირად საქმე ეხება საქმეთა მმართველებს, მდივნებს, ექიმებს, მრჩევლებს.

თავის მხრივ, რუსეთის საელჩოები ასეთ თანამდებობებზე სამუშაოდ ყველაზე ხშირად იყენებენ დიპლომატებს, მათი ოჯახის წევრებს და აკრედიტებულ ადმინისტრაციულ-ტექნიკურ თანამშრომლებს. ეს ხშირად მნიშვნელოვან დისპროპორციას იწვევს აკრედიტებულ დიპლომატთა რაოდენობაში - საზღვარგარეთ რუსეთის დიპლომატების შტატი ხშირად უფრო ფართოა, ვიდრე ამავე ქვეყნებისა - რუსეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG