Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სა17მაისო


ავტორი: Lucas Camus

2014 წლის მაისიდან ვიდრე დღემდე მაისის ხსენებისას 2013 წლის 17 მაისი მახსენდება ხოლმე. 2013 წელს 14 წლის ვიყავი და ციხის კადრებიდან დაწყებული, აქციების დარბევით გაგრძელებული და ომის კადრებით დამთავრებული ტელევიზორით რა აღარ მქონდა ნანახი ამ ასაკში, თითქოს რას უნდა გავეკვირვებინე და რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ტანში ცივ ოფლს დაეარა, მაგრამ არა, როგორც კი ამას იფიქრებ ჩათვალე რაღაც მოხდება, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა წლებია ახალ-ახალ ფსკერს იპყრობს ყველა სოციალურ ფრონტზე.

თავისუფლების მოედანზე ყოველი მოხვედრა მახსენებს ხოლმე კადრებს, რომლებიც უკვე 8 წელია მოხდა და ვნახე, მაგრამ მაინც ვერ ვსაუბრობთ თითქოს რაციონალურად, თითქოს ისევ გასააზრებელი გვაქვს იმდენად საშინელი იყო ეს დღე. დღე, როცა ათიათასობით ადამიანმა გვანახა რას ნიშნავს სიტყვა "ბრბო", რომელსაც სხვისი დაზიანების სურვილი იპყრობს.

მაჩო და მასკულინურ-ბაბულიკური გაგების არასდროს ვყოფილვარ, სკოლაში ყოფნის წლებში თითქმის არასდროს მიწვალებია გოგოები, არ მდომებია ქუჩურ გარჩევებში ჩარევა და არ ვმდგარვარ ბირჟაზე, ახლა ალბათ ფიქრობთ თავისი გეობის შემოპარებას ცდილობსო, მაგრამ არა. ეგეც მორიგი სტერეოტიპია, ან ხარ ბაბულიკა და მაჩო ან გეი და ფემინური, სრული იდიოტობაა ასეთი დიქოტომია. ჰოდა ვამბობდი იმას, რომ ორგანულად ვერ ვიტანდი ძალადობას ვერასდროს, ამაზე იმოქმედა ყველამ ჩემს ირგვლივ და როცა თავად გამოცდი ძალადობას მერე ორი ვარიანტია ან შენ გინდება იძალადო სხვაზე, ან პირიქით ულევი ემპათიით ივსები სხვა დაჩაგრული ადამიანებისადმი, ჰოდა მე უფრო მეორე მხარეს წავედი, რაც გადასარევი მომენტებითაა სავსე, როცა პოულობ სხვა და სხვა ხასიათის მაგრამ მაინც ძალადობაში გამოცდილ შენნაირ ადამიანს და ორივემ იცით ახსნის გარეშე რა ხდება.

აი ვთქვათ და იმ სამარშრუტო მანქანაში შეეღწიათ იმ ადამიანებს, მერე? აზრზე ხართ რა შეიძლებოდა მომხდარიყო? ბრბო, რომელსაც გონება დაკარგული აქვს, რაზე წამსვლელია მგონი ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ. ანდაც რა, ერთი ლგბტ ადამიანი მოკლეს თუ ორი? ერთი გამოწვეს სახლში თუ ორი ცემეს საყურის გამო? ისევე

შეეგუებოდა საზოგადოება, როგორც საბი ბერიანის ან ზიზის ამბებს შეეგუა, როგორც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 14 წლის ნინის თვითმკვლელობას შეეგუა და ა.შ.

პირველი გეი მეგობარი საკმაოდ გვიან გამიჩნდა, საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ ქართველი გეიც არსებობს და ქართველი ცუდ საქციელსაც ჩადის, რომ ქართველიც ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, და რომ მარაზმია მეორედ მოსვლა (ან იქნება ან არა საერთოდ) ქართულად იქნებაო დაგვიბარონ ანაც რამეს ცუდს თუ ჩაიდენს მოქალაქე ეგრევე სომხური ძირი გამოუძებნონ, ეგება მაგით მაინც აირიდონ თავიდან კარგად ნაკვები ეგოს შერყევა, თორემ ქართველი აბა როგორ იკადრებდა ცუდ საქციელს? არანაირად, როდის რა უკადრია ქართველს?

მოდით აბა ახლა კითხვებს დავსვამ:

რამდენმა გეიმ ჩაიდინა დანაშაული ბოლო 20-25 წელში?

რამდენმა ტრანსგენდერმა მოიპარა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები და მილიარდები?

რამდენმა ლესბოსელმა ქალმა დახია უკან განათლების სისტემა?

რამდენმა ლგბტ ადამიანმა სცემა ქუჩაში ვინმე?

რამდენი ლგბტ ადამიანი "კრიშავს" ბიზნესებს პარლამენტიდან?

რამდენმა ლგბტ ადამიანმა გააკეთებინა თავის პარტნიორს სელექციური აბორტი?

და ა.შ. და ა.შ.

პასუხი თავად გაეცით თქვენს გონებაში.

პროპაგანდაო გაიძახიან ერთნი, ასეთებსაც ვუპასუხოთ:

ჩემო მეგობრებო (ვიცი არ მემეგობრებით, მაგრამ მაინც), მოდერნულ, პოსტმოდერნულ თუ ნებისმიერი დისკურსით მოწყობილ სამყაროში ყველაფერი არის პროპაგანდა, მათ შორის თქვენ რომ

გაყვირით პროპაგანდააო ეგეც პროპაგანდაა, ასევე ნებისმიერი ტელევიზია, მედია, ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი ჩაცმის სტილი, წვერის მოშვება, აბსოლუტურად ყველაფერი არის პოლიტიკა და პროპაგანდა, თქვენი არსებობაც პროპაგანდაა თავად არსებობის და ა.შ. ამ ლოგიკით მუსულმანის ყურებით გამუსულმანდებით? ქალის შეხედვით ქალად იქცევით? ორანგუტანგის ყურებით გაორანგგუტანგდებით? თუ თქვენ გეის (როგორ უნდა იცნოთ?) შეხედავთ და გაგევდებით ე.ი. გეი ყოფილხართ ისედაც.

საქართველოში როცა ადამიანი რამე დანაშაულს ჩაიდენს ის ხომ ჯერ პოლიციაში და შემდეგ სასამართლოში მიყავთ და არა ეკლესიაში მორალის საკითხავად? ანუ ამით არის ხაზგასმა იმაზე, რომ წესით (წესით!) ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი წიგნი კონსტიტუციაა და არა ბიბლია ან ბჰაგავატ გიტა, ამ წიგნში კი, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია, წერია, რომ ყველანი ვართ თანასწორები და ერთადერთი რაც გვინდა არის ის, რომ არც ორიენტაციის, არც სქესის თუ ა.შ. არაფრის გამო არ დავჩაგროთ ერთმანეთი, არაფრის! ყოველი წინადადება, რომელიც იგივეს იმეორებს, მაგრამ ბოლოს მოაყოლებს "მაგრამ"ს ჩათვალეთ ოქსიმორონია, ყველანაირი "მაგრამ" ნიშნავს საკითხის გადატანას. "კონსტიტუცია ყველას ეხება, მაგრამ".. ვსო გასაგებია, "გეიც ადამიანია, მაგრამ".. ესეც ვიცით, "სახლში რაც უნდათ აკეთონ, მაგრამ".. არც ესაა ახალი.

მოკლედ მინდა რომ აღარ იყოს ამდენი სახლში გამოკეტილი ადამიანი, აქ საქმე აღარ ეხება მხოლოდ ლგბტ თემს, აი მაგალითად რამდენი შშმ პირი შეგხვედრიათ შუა რუსთაველზე? რამდენი მენტალური პრობლემების მქონე ადამიანი ჩაიხუტა საზოგადოებამ? რამდენი ტრანსგენდერი ადამიანი მივიღეთ და ვუთხარით რომ იმსახურებენ ისინიც ჩვენნაირ რესურსებს? ანაც რამდენ ნარკომომხარებელს შევუწყვეთ ხელი რეაბილიტაციაში?

პრობლემები იმაზე ღრმაა, ვიდრე გვგონია, მაგრამ წინსვლა ცალსახაა, უბრალოდ საქართველოში ეს წინსვლა არის ერთი ნაბიჯი წინ და ორი უკან, ასე კი ვერ განვვითარდებით, მეტია საჭირო.

დიდი სიყვარულით, ყველა ჩაგრულ ადამიანს!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG