Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ყოფილ "მწვანე ბერეტს" 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის


აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ნაწილების ყოფილ წევრს, პიტერ დებინსს, რომელიც შარშან გამოტყდა რუსეთის დაზვერვასთან გარიგებაში, 14 მაისს ვირჯინიის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა განსასჯელისათვის 17-წლიან პატიმრობას მოითხოვდა.

გამოძიების თანახმად, ყოფილი „მწვანე ბერეტი“ 1995-დან 2011 წლის დასაწყისამდე თანამშრომლობდა რუსეთთან. ის რუსეთის დაზვერვას გადასცემდა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გასაიდუმლოებულ მონაცემებს, რომლებსაც ჯარში მსახურობისას მოიპოვებდა, მათ შორის, აშშ-ის სოცდაცვის ჯარებსა და სპეცდანიშნულების შენაერთებზე.

ბრალდება აცხადებს, რომ დებინსი ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში გადაიბირეს. ის მინესოტის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სტაჟირებას გადიოდა ჩელიაბინსკში. იქ მან გაიცნო თავისი მომავალი ცოლი, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკის ქალიშვილი.

2008 წელს დებინსმა დაასრულა ჯარში სამსახური და რუსებს გადასცა თავისი იმ თანამებრძოლების ვინაობა, რომლებიც პოტენციურად საინტერესო შეიძლება ყოფილიყვნენ გადაბირებისთვის, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG