Accessibility links

site logo site logo

შსს-მ გამოძიება დაიწყო დედაენის ბაღში ლგბტქი ინსტალაციის დარბევის ფაქტზე


ულტრამემარჯვენე აქტივისტი, გურამ ფალავანდიშვილი, რომელმაც 15 მაისს, 15:30 საათისთვის, დედაენის ბაღში, ჰომოფობიას, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინსტალაცია დაშალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის მონაწილეებს, გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

დედაენის ბაღში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობით ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ინსტალაცია შეიქმნა ჰომოფობიას, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან, 17 მაისთან დაკავშირებით.

ამ ნამუშევრით არტისტებს სურდათ, მხარდაჭერა გამოეხატათ საქართველოში მცხოვრები ლგბტქი+ თემის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG