Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში აღკვეთეს ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე


ქუთაისში სიმონ გუგუნავას ქუჩაზე სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქების თავიდან არიდების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეებს მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს და ტერიტორია უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად იქნა შეჩერებული და აალების საფრთხე აღკვეთილი. უწყების ცნობით, ამ დროისათვის პრობლემა სრულადაა აღმოფხვრილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 3 სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG