Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ოქროს ციხის ტყის მასივთან ხანძარია


ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ შოყის თავზე, ოქროს ციხის ტყის მასივთან ხანძარია. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეებსა და ბუჩქებს ცეცხლი უკიდია.

შეტყობინება სახანძრო სამსახურში გამვლელისგან შუადღისთვის შევიდა, რა დროსაც ხანძრის ჩასაქრობად ადიგენიდან ოთხი ეკიპაჟი გავიდა. მობილიზებულია რეგიონის სამაშველო ბრიგადები.

ადიგენში გაჩენილი ხანძარი არ ვრცელდება, - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი. ზაქარია ენდელაძის განმარტებით, სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს რეაგირება.

„სახანძრო დროულად გამოვიდა, ადიგენის ბრიგადები ადგილზე მუშაობენ. ასევე მობილიზებულია ახალციხისა და ბორჯომის ეკიპაჟები, არა მგონია, რომ დასჭირდეს, მაგრამ მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. ადამიანური რესურსიც მზად არის, მაგრამ ხანძრის გავრცელება არ ხდება და იმედია, მათი დახმარება არ დაგვჭირდება. ცოტა მოღრუბლულია და იმედია, წვიმაც დაგვეხმარება დროულად ლოკალიზებაში“, - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი.

ხანძარი ადიგენის სოფელ შოყასთან ახლოს დაახლოებით 13:00 სთ-თვის შენიშნეს. ამ დროისათვის მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG