Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქეთა 20% მზად არის ასაცრელად, თუ ეს აუცილებელი იქნება საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის


პორტალ SuperJob-ის მიერ გამოკითხული რუსეთის ყოველი მეხუთე მოქალაქე მზად არის ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი აუცილებელი იქნება საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის.

გამოკითხვის თანახმად, რომელშიც 1600 ადამიანი მონაწილეობდა, ნებისმიერ შემთხვევაში ვაქცინაციას თანხმდება 18%. მაგრამ ბევრად მეტი, 42%-ია იმათი რაოდენობა, ვინც არცერთ შემთხვევაში არ აპირებს აცრის ჩატარებას.

რუსეთის ხელისუფლება არ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, თუ რამდენი ადამიანია აცრილი ქვეყანაში, რომელსაც სამი საკუთარი ვაქცინა აქვს.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ კორონავირუსზე აცრა უკვე ჩაუტარდა 21 მილიონ ადამიანზე მეტს.


მაგრამ პროექტებს, რომლებიც აცრების მსოფლიო სტატისტიკას ადევნებენ თვალს, უფრო დაბალი ციფრები მოჰყავს. Our World in Data-ს მონაცემით, რუსეთში აცრილია დაახლოებით 10%, ანუ 14 მილიონი ადამიანი.
ვაქცინაციის ამ ტემპებით რუსეთი ძალიან ჩამორჩება დასავლეთის ქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG