Accessibility links

site logo site logo

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაჯგუფება „ჰამასს“


გენერალი ისმაილ ღაანი

გენერალმა ისმაილ ღაანიმ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დაჯგუფება „ჰამასს“ ისრაელთან მიმდინარე დაპირისპირებაში.

ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, გენერალმა ღაანიმ ეს აღნიშნა 15 მაისს დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერ, ისმაილ ჰანიასთან სატელეფონო საუბრის დროს, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ „ჰამასის“, არამედ მთელი ისლამური სამყაროს ბრძოლას წარმოადგენს.

ამ სატელეფონო საუბრამდე, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ძალებმა კვირას ადრე დილით „ჰამასის“ მეთაურის იაჰია ალ სინვარის სახლი დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “Reuters”-ი ავრცელებს.

პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა ბევრი.

“Reuters”-ი იუწყება, რომ კონფლიქტის მეშვიდე დღეს „ჰამასის“ მიერ თელავივის მიმართულებით გაშვებული რაკეტებისგან თავდაცვის მიზნით თავშესაფრებისკენ გაქცევის დროს 10 ადამიანი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზაში დაღუპულია 149 ადამიანი, რომელთაგანაც 41 ბავშვია. 10 დაღუპულის შესახებ იტყობინება ისრაელი, რომელთა შორის 2 ბავშვია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 16 მაისს განაცხადა, რომ პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ „ამჟამად მიმდინარე კამპანია გაგრძელდება იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების ფონია სიმშვიდის აღდგენისკენ ვაშინგტონისა და გაეროს მოწოდებები. „თქვენ ვერ დაიმალებით ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ. ხელშეუხებელი არავინაა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პალესტინელი ექსტრემისტების მისამართით მას შემდეგ, რაც 15 მაისს ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული საავიაციო იერიშების შედეგად გაანადგურეს „ჰამასის“ მეთაურები და სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც, ისრაელის თანახმად, ღაზის სექტორს აკონტროლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG